„კარგი ამბების სერიიდან - 2 დღეში მიწა გაიყინება აღმოსავლეთ უკრაინაში“ - რას წერს ზურა ბატიაშვილი?
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„კარგი ამბების სერიიდან - 2 დღეში მიწა გაიყინება აღმოსავლეთ უკრაინაში.
ეს კი კარგი შანსია უკრაინელებისთვის მორიგი კონტრშეტევის განსახორციელებლად - როცა მიწა გაყინულია, მასზე თავისუფლად გადაადგილდება ტანკები და ჯავშანმანქანები, რის გარეშეც კონტრშეტევის განხორციელება შეუძლებელია.
აქ მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ რამდენად შეძლო უკრაინამ ამ პერიოდში დასავლეთისგან მიღებული დახმარების დაგროვება, რაც ასევე მნიშვნელოვანია კონტრშეტევის წინ.
საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს.
წარმატება უკრაინას!
უკრაინა გაიმარჯვებს!“- წერს ზურა ბატიაშვილი.
კარგი ამბების სერიიდან - 2 დღეში მიწა გაიყინება აღმოსავლეთ უკრაინაში.
ეს კი კარგი შანსია უკრაინელებისთვის მორიგი...Posted by Zura Batiashvili on Wednesday, 4 January 2023