„სამების საპატრიარქო კათედრალის ეზოში ხდება ეს ილიამადიდებლური საცოდაობა“ - რა ფოტოს აქვეყნებს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„საცოდავ საპატრიარქოს ხალხი არ ეყო და მარტო ილია დაწერეს, ღმერთო რა მკრეხელობაა, სადაა ილიას ტიტულატურა? კაი სრული ტიტული ვერ დაწერეს და ეპითეტი "უწმინდესი" მაინც დაეწერათ, ამათი ილიაა ჩვენი უუუუწმინდესი დიდი მეუფე და მამა?! სამების საპატრიარქო კათედრალის ეზოში ხდება ეს ილიამადიდებლური საცოდაობა. ახლა დავაკვირდი, ეს ხალხიც კი ერთიდაიგივეა ზემოთ (ილია) და ქვემოთ (90) და მერე ორი ფოტო დაამონტაჟეს სინქრონულად“, - წერს ილია ჭიღლაძე.
ცნობისთვის, დღეს ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.
საცოდავ საპატრიარქოს ხალხი არ ეყო და მარტო ილია დაწერეს, ღმერთო რა მკრეხელობაა, სადაა ილიას ტიტულატურა? კაი სრული ტიტული...Posted by დეკანოზი ილია ჭიღლაძე on Wednesday, 4 January 2023