"საქართველოში ვერ არის საქმე კარგად..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე კოვიდის მორიგ ტალღაზე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდის მორიგ ტალღაზე წერს და აღნიშნავს, რომ ჩინეთიდან მგზავრთა ნაკადის შეზღუდვაზე ჯერ კიდევ ახალ წლამდე საუბრობდა.
"ჩინეთიდან მოგზავრების შეზღუდვაზე მე ახალი წლების წინ დეტალურად/დასაბუთებულად დავწერე და ყველა გადამიარა. უბრალიდ გაბოლებდნენ: “12 ტიპის გრიპი დადისო ქვეყანაშიო”….”კოვიდი ქვეყანაში არ არისო”…
რადგან სახელმწიფოს ერთადერთი დარჩენილი “კოვიდ” სპიკერი ასე ალაპარაკდა, სავარაუდოთ ქვეყანაში ვერ არის საქმე კარგად.
ქვეყანა მზად არ არის და საკუთარ თავს მიხედეთ. საქართველოში ერთადერთი ხელმისაწვდომი თავდაცვის საშუალება არის სამედიცინო პირბადე. მოიმარაგეთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე