თეგებით ძიება

"ეს ჟესტი კრიტიკოსებს ეძღვნებოდა, აწი გაჩუმდითო" - სოციალურ ქსელში კვარას ახალი ფოტო ვრცელდება

იტალიის სერია ა-ში "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, განსაკუთრებით კი ნაპოლელთა რიგებში ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი - 9.8 შეფასება მიიღო.

"ეს ჟესტი კრიტიკოსებს ეძღვნებოდა, აწი გაჩუმდითო", - წერს ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კვარას ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა