“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე დააკავეს
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძეს უცხოელ ტურისტთან მოუვიდა შელაპარაკება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.