"მიდი, ბაბუ, ლომები გავხდეთ" - 86 წლის შშმ პირი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)
თურქეთში, ჰათაიში მაშველებმა შშმ პირი, 86 წლის მამაკაცი, ყაშარი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
"მიდი, ბაბუ, გავხდეთ ლომები", - ასე მიმართავდნენ მაშველები მამაკაცს სამაშველო ოპერაციის დროს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია 6 ათასამდე შენობაც. სტიქიური უბედურების ზონაში 24-საათიანი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.