მორიგი სასწაული - მიწისძვრიდან 113 საათის შემდეგ 6 წლის ბავშვი და მისი ორსული დედა გადაარჩინეს (ვიდეო)
თუქრეთში მომხდარი მიწისძვრიდან 113 საათის შემდეგ, გაზიანთეფში მაშველებმა 6 წლის ბავშვი ამოიყვანეს ცოცხალი ნანგრევებიდან, მოგვიანებით კი 6 თვის ორსული დედამისის გადარჩენაც მოხერხდა.
ემოციური ვიდეოკადრები თურქულ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, დანგრეულია 6 ათასამდე შენობაც. სტიქიური უბედურების ზონაში 24-საათიანი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.