დედა და შვილი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთმანეთს საავადმყოფოში შეხვდნენ (ვიდეო)
დედა და შვილი, რომლებიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთმანეთს საავადმყოფოში, ადანაში შეხვდნენ.
ევჩის ოჯახზე სიუჟეტს თურქული მედია ავრცელებს.
ოჯახის წევრები ჰათაიში, 7-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან სტიქიური უბედურებიდან 14 საათის შემდეგ ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიური უბედურების ზონაში 24-საათიანი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.