თეგებით ძიება

"ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ და საკუთარი პრეზიდენტობის ხანას საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ სირცხვილი რა არის" - გოგა ხაინდრავა პრეზიდენტზე

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ეროვნულ გალერეასთან გამართულ, სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ვანდალიზმს ხელოვნებად რომ წარმოაჩენთ, სახელმწიფოს მოვალეობას, დაიცვას ეროვნული საგანძური ვანდალებისგან, შიშებად შეაფასებთ, ხოლო საკუთარი პრეზიდენტობის ხანას, საბჭოთა სისხლიანი რეპრესიების დროდ, კი უნდა დაფიქრდეთ სირცხვილი რა არის, ქ-ნო პრეზიდენტო!“, - წერს კინორეჟისორი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები მხატვრის წინააღმდეგ მას სხვა ეპოქას ახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა