მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაიბის" ახალ ხელმძღვანელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.
მისი თქმით, ცოტახანში შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან.
"„გუშინ წინ, ორი დღის წინ, დღესაც სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში მიტინგები ტარდება. ახლა ზამთარია, სიცივე და ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ. მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.