უკრაინის რიგებში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნამ შესაძლოა, ბრძოლა გაახანგრძლივოს და უკრაინელ ხალხს მეტი ტანჯვა მოუტანოს - დიმიტრი პესკოვი
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უკრაინელ ხალხს მეტ ტანჯვას მოუტანს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების ყოფნა არ შეცვლის რუსული სპეცოპერაციის მიმდინარეობას. ერთადერთი, რაც ამ გარემოებას შეუძლია არის ის, რომ მან ბრძოლა შესაძლოა, გაახანგრძლივოს და უკრაინელ ხალხს მეტი ტანჯვა მოუტანოს.
ის, რომ ჩვენი სამხედროები წინა ფრონტზე ისმენენ უცხო სიტყვებს, რომ იქ არიან უცხოელი დაქირავებულები, არ არის საიდუმლო, ეს არ არის ბოლო დღეების მოვლენა, ეს დიდი ხანია ხდება“, - განაცხადა პესკოვმა.