1500-მდე დაკარგული და 5 დაღუპული ადამიანი - დამანგრეველი ციკლონის შედეგები ახალ ზელანდიაში (ვიდეო)
ახალ ზელანდიაში ციკლონ გაბრიელის შედეგად მომხდარ წყალდიდობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება. საცხოვრებლის დატოვება ათასობით პირს მოუწია.
ციკლონმა ქვეყანაში 14 000-ზე მეტი დევნილი დატოვა, რამდენიმე რეგიონი კვლავ მოწყვეტილია ცენტრს.
პოლიციამ მიიღო 1,440-ზე მეტი შეტყობინება დაკარგული ადამიანების შესახებ. ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთი ნაწილი მოწყვეტილი იყო ელექტროენერგიასა და სხვა კომუნიკაციებს, რამაც გაართულა ზარალის შეფასება და სამაშველო ჯგუფების მუშაობა.
სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, ჩაიძირა სახლები, ხოლო ძირითადი სახელმწიფო მაგისტრალები მეწყერის და გზის ჩამონგრევის გამო არ ფუნქციონირებს.
წყარო - "პრაიმტაიმი"