როგორც კი მიშა და ენმ არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პოლიტიკას დატოვებს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება.
„მე მიშაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მაგრამ, რომ არიან, მეც ვარ. სტრასბურგში ძალიან კარგი სამსახური მივატოვე. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მაგრამ, როგორც კი მოხდა დიდი ვარდების დიდი რევოლუცია, ჩემს მაგიდაზე იმატა საქმეებმა, რომელშიც რასაც ვკითხულობდი, ჯოჯოხეთი იყო. მათ შორის, ოჩიგავასა და მოლაშვილის საქმეებმა - მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე და რასაც შევძლებ, იმას გავაკეთებ-მეთქი. სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ“, - განაცხადა წულუკიანმა „პოს ტვ“-ის ეთერში.