თეგებით ძიება

"ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. თავად კი ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა. დიდება გმირებს!" - რას წერენ ქართველ ბიჭზე, რომელიც თურქეთში დაიღუპა?

ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე ქართველ მოხალისე, დანიელ ბულკაშვილზე წერს, რომელიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ სტიქიური უბედურების ზონაში გაემგზავრა და იქ ტრაგიკულად დაიღუპა.

ჩხეიძე წერს რომ ბულკაშვილი გმირია და საქართველო გმირების ქვეყანაა.

"სიცოცხლეში ისეთი რამის გაკეთება უნდა შეგეძლოს, რომ სიკვდილისას გაიღიმო და თქვა -ნამდვილად კარგად ვიცხოვრე! ასე რომ წინ ბევრი წლები მაქვს, კარგი საქმეების კეთებაში."

  დანიელ ბულკაშვილი 

გმირების ქვეყანა ვართ ჩვენ!  

დანიელ ბულკაშვილი. ძალიან მაგარი ბიჭი , ჩვენი გმირი... უკრაინაში ომი რომ დაიწყო ერთ - ერთი პირველი წავიდა და ფრონტის ხაზზე დადგა მსოფლიოს მშვიდობისთვის... შემდეგ იყო მიწისძვრა თურქეთში. გმირი რის გმირი იქნებოდა მეზობელ ქვეყანას რომ არ დახმარებოდა. დანიელი თურქეთში წავიდა. ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. თავად კი ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა. დიდება ჩვენს გმირებ! მარადიული  ხსოვნა!", - წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 45 ათასზე მეტი ადამინი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა