თეგებით ძიება

რომანოვების სამეფო ხალიჩა, გემოვნებიანი ინტერიერი და სამი თაობის ქალბატონი ერთ სახლში - როგორ ცხოვრობს ეკა მამალაძე? (ფოტოები)

მომ­ღე­რალი, ეკა მა­მა­ლა­ძეს დე­და­სთან, ნანი ბრეგაძესა და ქა­ლიშ­ვილ, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თელა­ძეს­თან ერ­თად თბილისში, ვა­კე­ში ცხოვ­რობს.

ბი­ნა, რომ­ლის მკვიდ­რიც სა­მი თა­ო­ბის ქალ­ბა­ტო­ნია, კლა­სი­კურ-რეტ­რო სტილ­შია მოწყო­ბი­ლი.

- ბავ­შ­ვო­ბა პლე­ხა­ნოვ­ზე გა­ვატ­არე. ამ სახ­ლ­ში გათხო­ვე­ბის შემ­დეგ მო­ვე­დი, საყ­ვა­რე­ლი­ძე­ე­ბის ბი­ნა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა მე და­მი­ტო­ვა. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც მე­ო­რედ შევქ­მე­ნი ოჯა­ხი და ნა­ტა­ლი­კო შე­მე­ძი­ნა. ჩე­მი მა­მამ­თი­ლი მარ­ტო დარ­ჩა და ჩემს ბი­ჭებს ეს სახ­ლი

და­უთ­მო, თვი­თონ პლე­ხა­ნოვ­ზე გა­და­ვი­და და თქვა, მე რომ აღარ ვიქ­ნე­ბი, ისიც თქვენი იქ­ნე­ბაო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ცი იყო.

იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ჩვენ აქ გად­მო­ვე­დით, ბი­ნა სხვა­ნა­ი­რად იყო დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ და ისე­თი გან­ლა­გე­ბა მი­ვე­ცით, რო­გო­რიც დღეს აქვს. ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს თა­ღე­ბი და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ყველ­გან მოვ­შა­ლე, მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დამ­რ­ჩა, ალ­ბათ მა­გი­სი დროც მო­ვა (ი­ღი­მის). სხვა­თა შო­რის, კარ-ფან­ჯა­რაც ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მე­ტა­ლოპ­ლას­ტ­მა­სი კარ­გია, მაგ­რამ არ სუნ­თ­ქავს, ამი­ტო­მაც შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ხე­ზე.

სახ­ლი კლა­სი­კურ სტილ­შია მოწყო­ბი­ლი, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე დე­ტა­ლებ­საც შეხ­ვ­დე­ბით, რო­მე­ლიც ისე ეხა­მე­ბა კლა­სი­კას, რომ სტი­ლი­დან ამო­ვარ­დ­ნა არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. დი­დი მი­სა­ღე­ბი რამ­დე­ნი­მე სივ­რ­ცე­დაა და­ყო­ფი­ლი - აქ ნა­ხავთ მა­გი­დას სკა­მე­ბი­თურთ, მო­სას­ვე­ნე­ბელ კუთხეს, რო­ი­ალს, რბილ დი­ვანს, ბუ­ხარს.

- ახ­ლა, მე რომ ცალ­კე ავი­შე­ნო სახ­ლი, სხვა სტილ­ში მო­ვაწყობ­დი, კლა­სი­კუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვეს სინ­თეზ­ზე შე­ვა­ჩე­რებ­დი არ­ჩე­ვანს და გან­ვ­ტ­ვირ­თავ­დი. აი, მა­გა­ლი­თად, ის დი­ვა­ნი, რო­მე­ლიც მა­გი­დას­თან დგას, არ გა­მოდ­გე­ბა გემ­რი­ე­ლად და­საჯ­დო­მად, და­სას­ვე­ნებ­ლად, ამის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლია რბი­ლი ავე­ჯი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­ფორ­ტუ­ლია. აქ იმ­დე­ნი რამ დგას, რომ ვგრძნობ, მე­ტი არაფ­რის და­მა­ტე­ბა არაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, სა­ნა­თებ­ზე უარს ვერ ვიტყ­ვი, მომ­წონს, სიმ­ყუდ­რო­ვეს ქმნის.

მი­სა­ღებ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე თვალ­ში მომ­ხ­ვ­და კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ხა­ლი­ჩა:

- ამ სახ­ლ­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი ის ხა­ლი­ჩაა. უკ­ვე იმ­დე­ნი ხნი­საა, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ყავ­ლი გაუვიდა, მაგ­რამ რო­მა­ნო­ვე­ბის ხა­ლი­ჩაა. ხე­დავთ, გა­ქე­ქი­ლია, ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც იჩო­ქებ­დ­ნენ ხოლ­მე. ეს ის­ტო­რია დე­ტა­ლებ­ში არ ვი­ცი, მაგ­რამ ერთ-ერთ რო­მა­ნოვს ცო­ლად ჰყავ­და ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ს­კის ქა­ლი, რომ­ლის და მა­ნია გა­უთხო­ვა­რი იყო. რო­მა­ნო­ვის მე­უღ­ლემ ეს ხა­ლი­ჩა თა­ვის დას მის­ცა, რო­მე­ლიც აქ­ვე ახ­ლობ­ლად ცხოვ­რობ­და. მა­ნი­აზე დედაჩემის უახლოესი მეგობარი ზრუ­ნავ­და. სწორედ მასთან საუბრისას წამოცდა ერთხელ, თუ ამ ხალიჩის გაყიდვა გადავწყვიტე, მხო­ლოდ ნა­ნის მივ­ყი­დი, სხვას არა­ვი­სო მართლაც ასე მოხ­და.

წყარო: შინ.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა