თეგებით ძიება

დაბადების რიცხვი ჩვენ შესახებ ბევრ რამეს ყვება - ვინ ვართ და რა გველის მომავალში?

რა გველის მომავალში? - ეს არის მარდიული კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას ვცდილობთ. აღმოჩნდა, რომ დაბადების რიცხვი, ჩვენს შესახებ ბევრ რამეს ყვება.

რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 1-ში დაიბადეთ?

რიცხვი 1 მზის სიმბოლოა. ამ ციფრზეა დამოკიდებული ყველა სხვა რიცხვის არსებობა. 1-ში დაბადებულნი შემოქმედებითი ნიჭითა და გამომგონებლობით არიან დაჯილდოებულნი. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ შეზღუდვებსა და უკითხავ რჩევებს.

მათ მარტო, სხვებისგან დამოუკიდებლად მუშაობა უყვართ. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, 1 რიცხვში დაბადებულებს მინი (ხანდახან კი მაქსი) დიქტატორებად ხდის.

ეს ადამიანები ძალიან ამბიციურები არიან და უსაზღვრო ნებისყოფით გამოირჩევიან, რაც ხანდახან სიჯიუტეში გადასდით. ბავშვი, რომელიც 1 რიცხვში დაიბადა, არ დაწყნარდება, მანამ იმას არ მიიღებს, რაც სურს. სამაგიეროდ, როცა გაიზრდებიან, ისინი კარიერაში მწვერვალებს დაიპყრობენ.

ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 2-ში დაიბადეთ?

რიცხვი 2 მთვარის სიმბოლოა და მზისგან განსხვავებით, ქალურ თვისებებს წარმოგვიდგენს.

რიცხვი 2 1-ის საპირისპიროა. ის არის ქალური, ნაზი და რომანტიკული. ამ დღეს დაბადებულები -ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანები არიან, მათ აქვთ მხატვრული ნიჭი და მდიდარი წარმოსახვის უნარით არიან დაჯილდოებულნი.

უმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 3-ში დაიბადეთ?

რიცხვი 3-ის სიმბოლო პლანეტა იუპიტერია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის ყველა სისტემაში.

3 რიცხვში დაბადებული ადამიანები ამბიციურები და აგრესიულები არიან. ისინი სულ მხოლოდ ზევით მიიწევენ და არასოდეს ეგუებიან დაქვემდებარებაში ყოფნას. მათ უყვართ ძალაუფლება და კმაყოფილები მხოლოდ მაშინ არიან, როცა სხვაზე მბრძანებლობენ.

ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 4-ში დაიბადეთ?

რიცხვი 4 პლანეტა ურანის სიმბოლოა და ის რიცხვ 1-ს უკავშირდება; ოკულტიზმში იწერება, როგორც 4–1.

4 რიცხვში დაბადებულები თავისებური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ყველაფერს საპირისპირო მხრიდან უყურებენ. ყველა კამათსა თუ დისკუსიაში საწინააღმდეგო პოზიციას იჭერენ. და თუმცა სულაც არ უნდათ მოკამათის როლში ყოფნა, მაინც ოპოზიციურ ძალას იწვევენ და უამრავ ფარულ მტერს იჩენენ.

ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 5-ში დაიბადეთ?

რიცხვი 5-ის პლანეტა მერკურია, რომელიც ფულსა და საქმიანობას მართავს. 5 რიცხვში დაბადებული ადამიანები მერკანტილურები არიან და მათთვის ცხოვრების კრედო - ქონების დაგროვებაა.

ისინი მოხერხებულები და ძალიან საქმიანები არიან. ფულისადმი დიდი სიყვარულის გამო და იმიტომ, რომ ისინი მოუთმენლები არიან, ხშირად კანონის დარღვევაზეც მიდიან. ეს ადამიანები ბევრ კარგ თვისებას ფლობენ.

ნუმეროლოგია - რა გელით მომავალში თუ 6 რიცხვში ხართ დაბადებული?

6 რიცხვში დაბადებული ადამიანები პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანებს მაგნიტური მიზიდულობის ძალა აქვთ და სექსუალურად ძალიან მიმზიდველები არიან.

რა გელით, თუ 7 რიცხვში ხართ დაბადებული

რიცხვი 7 აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ძალიან ინდივიდუალური, ძლიერი ხასიათით გამოირჩევა.

ისინი ბუნებით მატერიალისტები არ არიან, მაგრამ სხვებზე უფრო მეტად სარგებლობენ სიმდიდრითა და მატერიალური კეთილდღეობით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ცდილობენ ფულის შოვნას, ისინი მას ძალიან მარტივად იხვეჭენ.

ნუმეროლოგია: რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 8-ში დაიბადეთ?

რიცხვი 8 - ყველაზე რთულია ყველა რიცხვს შორის. თუ 8-იანის მოხაზულობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი გაორებულია.

მათ ხასიათის ეს თავისებურება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეტყობათ. ამ ადამიანების იშვიათად თუ ვინმეს ესმის. ამის გამო ისინი ძალიან მარტოსულები არიან.

ნუმეროლოგია - რა გელით, თუ 9 რიცხვში ხართ დაბადებული?

რიცხვი 9-ის პლანეტა მარსია. ამიტომაც ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ბუნებით მებრძოლები არიან. ისინი მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან და არასოდეს ეცემიან სულიერად ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.

ხასიათის ასეთი სიმტკიცე მათ საშუალებას აძლევთ, დაწყებული ყოველთვის ბოლომდე მიიყვანონ. ისინი ამბიციურები არიან და, რადგანაც შორს იჭვრიტებიან, თითქმის ყოველთვის აღწევენ მიზანს. მათ დომინირებული ხასიათი აქვთ და ხელმძღვანელობის საოცარი ინსტინქტი.

ნუმეროლოგია - რა გელით მომავალში, თუ 10 რიცხვში ხართ დაბადებული?

რიცხვი 10 ერთიანისა და ნულისგან შედგება. ნული - არის რიცხვი, რომელიც ერთს ანეიტრალებს. ამიტომაც 10 - ეს დასუსტებული ერთია. ეს ადამიანები ლიდერები არიან, მაგრამ ნაკლებად დომინანტები, ვიდრე 1 რიცხვში დაბადებულები.

წყარო: intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა