მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს - სააკაშვილის მკურნალი ექიმი
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა მისი და კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხია.
იგი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.
"ამის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიმცენ. ის უკვე სარეანიმაციოო იქნება. როგორც ასეთი მაჩვენებლებით რეანიმაცია არ მიიღებდა, ისე მე ვერ გავაჩერებ. მანამდე არ უნდა მივიდეს, ნუ ცდის ორგანიზმს, ამაზე მაქვს კამათი. მისი, როგორც ადამიანის მესმის. ჩვენ ბევრ რამეზე გვისაუბრია. ამბობს, ასეთი შეცდომა არ უნდა მომსვლოდაო, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს“, - განაცხადა დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.