თეგებით ძიება
28. 02. 2023 მსოფლიო

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე ათიათასჯერ დაფიქრებაა საჭირო - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტის წევრებთან ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვისას, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე ათიათასჯერ დაფიქრებაა საჭირო.

უნგრული მედიის ცნობით, ორბანის თქმით, ნატო არის უსაფრთხოების გარანტია და უნგრეთისთვის ეროვნულ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, ის არ არის განწყობილი ენთუზიაზმით ყველაფრის მიმართ, რაც ნატოში ხდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „ჩვენ ათიათასჯერ უნდა დავფიქრდეთ ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე, რათა უნგრეთი არ იქნეს ჩათრეული ომში“. ამასთან, ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოსაზრება არ ეხება ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა