"ეზოს მეზობლად კვარაცხელიები მყვანან... ეს დიადი აღმოჩენა მათაც გავანდე და ძალიან გაუხარდათ" - რას წერს გიორგი კეკელიძე?
მწერლი, გიორგი კეკელიძე მის მიეზობელ კვარაცხელიებსა და ამ გვარდან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ აღმოჩენაზე წერს.
"იმ პატარა ქალაქში, სადაც გავიზარდე, ეზოს მეზობლად კვარაცხელიები მყვანან. უცნაური გვარია კვარაცხელია. ბავშობაში დავაკვირდი და ასე გამოდის, რომ თითო ასოს დაკლებისას, რაღაც აზრს მაინც ინარჩუნებს. აი, ნახეთ: ვა, რა ცხელია! ა, რა ცხელია?! რა ცხელია! ა, ცხელია?! ცხელია. ხელია. ელია. ლია. ია. ა. ეს დიადი აღმოჩენა მათაც გავანდე და ძალიან გაუხარდათ. დიდწილად ხომ კვარაცხელიების მიდამოში ვთამაშობდი ოდესღაც ალბათ სახლის ასაშენებლად დაყრილ ქვიშის უზარმაზარ გორაზე - ისინი ოთხი, მე კი დედისერთა. შესაბამისად, უმეტესწილად ეს გვარი მესმოდა. ძნელად თუ ვიფიქრებდი, რომ ბავშვობისგან წლებით და თავგადასავლებით ასე გაქცეული, ფიქრებით და განცდით ზურგით მდგარი, ისევ ამ გვარს გავიმეორებდი ყველაზე ხშირად. ამიტომაც მგონია, რომ ოდისევსი უზუსტესი და მარად განმეორებული გმირია გარდაუვალი ადამიანური გეზით - წასვლის და დაბრუნების ძალიან დედამიწური მითით. აი, ახლაც, ვზივარ ეკრანთან და ისე ვიმეორებ, როგორც ოცდაათი წლის წინ - კვარაცხელია, ვა, რა ცხელია? ა, რა ცხელია! და ასე შემდეგ და ასე შემდეგ",- წერს კეკელიძე.