თეგებით ძიება

„სოზარ სუბარი იყო დაბადების დღეზე და სუფრაზე წამოჭრილა ეს საკითხი...“ - ზურა ჯაფარიძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

პარტია, "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ წერს.

,,როგორ გაჩნდა ამ კანონპროექტის იდეა?

ა) დაჩი ბერაია ხვდებოდა ამომრჩევლებს სამეგრელოში და იქ უთხრეს მთავარი პრობლემაა ენჯეოების სია გვინდა იდოს საჯაროდ ვინც გრანტებს იღებსო

ბ) სოზარ სუბარი იყო მეგობრის დაბადების დღეზე და სუფრაზე წამოჭრილა ეს საკითხი სამშობლოს სადღეგრძელოზე

გ) გურამ მაჭარაშვილმა ნახა სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩანდა რომ მოსახლეობას აწუხებს სიღარიბე და ენჯეოების რეესტრი

დ) ვიქტორ ჯაფარიძემ მოიგონა ეს მექანიზმი და როცა მოიტანა მერე აპარატში აღმოაჩინეს რომ ასეთი კანონი აქვს ამერიკას

ე) დიმიტრი ხუნდაძეს უთხრა ეს პრობლემა ყოფილმა პაციენტმა

ვ) ყაველაშვილი ესაუბრა თავის ყოფილ თანაგუნდელს, რომელთან ერთადაც თამაშობდა ვლადიკავკაზის “ალანიაში” (ან სტანისლავ ჩერჩესოვს, ზუსტად არ ვიცით) და მან უთხრა, რომ რუსეთში პოლარიზაცია დასრულდა რაც ენჯეოების რეესტრი შეიქმნა

ზ) კობახიძემ დაავალა ამ ხალხს სიტყვებით: ნე ვ სლუჟბუ, ა ვ დრუჟბუ”, - წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა