თეგებით ძიება
08. 03. 2023 ვიდეო

როგორ შეიძლება, ქალი გათხოვდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს არაფერზე?! - რას ამბობს მამა ზაზა თევზაძე სექსუალურ განათლებაზე?

ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, მამა ზაზა თევზაძე სექსუალური განათლების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც "ტვ პირველთან" სასულიერო პირი აცხადებს, დოზირებული სექსუალური განათლება მნიშვნელოვანია.

"განათლება აუცილებელია. ჩვენი დიდი პოეტი და მასწავლებელი დავით გურამიშვილი კონცეფციას ასე განსაზღვრავდა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?“ რა ვართ, როგორ და რანაირად ვართ. მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი, რუის-ურბნისის კრება იყო მოწვეული. რა მოხდა ამ კრებაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვანს გეტყვით: 12-წლამდე ქალთა გათხოვება აიკრძალა. ესე იგი, 12-წლამდე ბავშვებს ათხოვებდნენ, მაგრამ რომ ათხოვებდნენ, უკვე მომზადებულები იყვნენ დედობისთვის, რამდენი რამე იცოდნენ... მე დიდი ბებია მყავდა, 13 წლის რომ გათხოვდა... დედაჩემი მეუბნებოდა, მასეთი განათლებული ადამიანი მე არ ვიციო. მთელი ფოლკლორი ზეპირად იცოდა, წამლობა. სექსუალური აღზრდა მათ ჰქონდათ, როგორ შეიძლება, ქალი გათხოვდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს არაფერზე. დღეს რას ვხედავთ ჩვენ, ეს არის ამაზრზენი რამ...", - აცხადებს სასულიერო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა