თეგებით ძიება

"რევოლუციური სცენარის ახალი ეტაპის დაწყებას უნდა ველოდოთ!" - რას პროგნოზირებს ლევან მამალაძე?

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე ახალ რევოლუციურ ტალღას ვარაუდობს.

"რევოლუციური სცენარის ახალი ეტაპის დაწყებას უნდა ველოდოთ!

უცხოელი აგენტის კანონპროექტის  გამოწვევა  საჭირო  იყო , რადგან საზოგადეობასთან საფუძვლიანად არ იმუშავეს, უცხოეთიდან ზეწოლის და ადგილზე რადიკალიზაციის  საპირწონე წინასწარ ვერ შექმნეს! საქართველოს სუვერენეიტეტის და მშვიდობის დაცვისთვის გულანთებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უყურადღებოდ დარჩა!                                     

 რადიკალები კანონის გამოწვევას ხელისუფლების სისუსტედ ჩათვლიან  და პროცესი არ შეჩერდება!  "რვოლუციის" სცენარი ახლ ეტაპზე გადავა! დააყენებენ ქრთული ოცნების ლეგიტიმურობის საკითხს და არეულობის ახლ ტალღას ააგორებენ!", - წერს მამალაძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა