თეგებით ძიება

"კელი დეგნანის ბრძანებას, მოახდინოს გადატრიალება, მხოლოდ ის ვერ შეასრულებს..."მაიდანს" არ აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა" - შალვა რამიშვილი

ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში "მაიდანი" არ მოხდება.

"ყველაფერი კარგად იქნება! ამ გარედან ინსპირირებულ "მაიდანს" არა აქვს არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. უფრო სწორად ის "პარტიები", რომლებიც ასრულებენ "მაიდანს" საზოგადოებრივი ზიზღით "სარგებლობენ"

აჟიტირებუილ და ინდოქტრინირებული ახალგაზრდათა ნაწილი ბროუნის მოძრაობაშია. კელი დეგნანის ბრძანებას მოახდინოს გადატრიალება მხოლოდ ის ვერ შეასრულებს.

ახლა ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ ხალხს რომ ინიცირებული ანონოპროეტი არანაირად არაა "რუსული".   ამ ხალხში ეგზალტირებულთა გუშინდელ მცირე მასას და ელჩი კელის მიერ ანგაჟრებულთა რაღაც რაოდენობას არ ვგულისხმობ. მათთან საუბარი ზედმეტია. ისინი მოდიან დასამხობად და სახელმწიფო კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს.

და რაც მთავარია! უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ეს ცვედანი ენჯეოშმენჯეო შემადგენლობა კი არ გვებრძვის, არამედ  - დიდი გავლენის და ძალის დაჯგუფება. თუმცა მასაც აქვს პრობლემები. აგერ ვერ ხედავთ ერთი წელი გავიდა და ვერ მოაწყო რევოლუცია. ხალხი არა ჰყავს  ... ხალხი. ძალა კი, როგორც უკვე ასჯერ სამართლიანად გვითვამს - ხალხშია!", - წერს რამიშვილი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა