საქართველოში არ არის „ცოდვა“, იყო პროდასავლელი, ამერიკელების მეგობარი, პირიქით, ეს არის პრესტიჟი - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თავის მიზანს მიაღწევენ.
აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს ისეთი პროდასავლური სახელმწიფო, როგორც საქართველოა.
„ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. გუშინ მთავრობამ გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, გაზი და ასე შემდეგ. ღამის 04:00 საათამდე მიტინგი არ დაშლილა. ახლა ხალხი ისევ შიკრიბა. დარწმუნებული ვარ, ეს მოძრაობა თავის მიზნებს მიაღწევს. ოფიციალურ გამოკითხვებით, საქარველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტს სურს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი პროდასავლური სახელმწიფო არ ასებობს. არ მჯერა, რომ ივანიშვილი შეძლებს საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებას“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, საზოგადოების პროტესტის შედეგად, დეპუტატებმა დღეს, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდეს.