კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის გათავისუფლება - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.