თეგებით ძიება
10. 03. 2023 მსოფლიო

ასე ახლოს, არასოდეს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მსოფლიო ასე ახლოს, არასოდეს ყოფილა მესამე მსოფლიო ომთან, როგორც ახლა.

"ერთი წლის წინ ჩვენ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ ეს შეიარაღებული კონფლიქტი არ გადაიზრდებოდა ნამდვილ ომში, მაგრამ ახლა ომი ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე მაშინ, როცა დაიწყო“, - აცხადებს ორბანი. 

მისი თქმით, დასავლელი ლიდერები ომის ციებ-ცხელებაში არიან.

"გერმანელებმა ჩაფხუტით დაიწყეს, ახლა ტანკებზე არიან და მებრძოლების გაგზავნაზე საუბრობენ. ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან“, - ამბობს ორბანი. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა