თეგებით ძიება

"ვანო პრემიერად, დიჯეი არახამია შსს მინისტრად საქართველოში!.. დაიწყო "მეიდნის" მზადება..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ლალი მოროშკინა?

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ვარაუდებს წერს, ვინ შეიძლება პრემიერის და შს მინისტრის სავარძლები დაიკავოს.

"აი მერე იტყვით,რატომ გვტროლავო?

ჯერ იყო და მიშას უბრძანეთ 53 კილოგრამამდე დასულიყო, რაც მის სიმაღლესთან შესაბამისობაში დაუშვებელია. კახექსია  და ანორექსია ექვემდებარება ე.წ."აკტიროვკას", ანუ მომაკვდავი პატიმრის გაშვებას თავისუფლებაზე.

მიშა გიჟი ნაღდად არაა და მიხვდა, რომ ვერ "გაქაჩავს",(სასწორიც დროულად ააცალეს) შესაბამისად აგინა ადვოკატს (ქე ეტყობა, როგორი ყურებჩამოყრილია) გიული დედას (მისთვის ეს არახალია) და ამ "ნოუჰაუს"შემოქმედ უცხოელ ლობისტს.

ახლა კაცი მოფერიანდა! ჭამს, სვამს და თავის პირველ, და სავარაუდო მესამე ცოლს მასპინძლობს "სამეფო პალატებში". მეორე ცოლმა რა წუთს მიიღო "ზეიდან" სიგნალი, რომ არც მიშას გამოუშვებენ და არც გიული დედა დათმობს მილიონ "სჩემტოს" პეტკოს თუ ტარასას (ნუ რა მნიშვნელობა აქვს), სქელ ჯიბეს ანაცვალა ჩვენი წამებული.

ახლა არახამია გადაირია!

რა, ტყუილად ვაფინანსეთ მე და ზელენამ შენი "არაჟან თრიპიო?"

ხომ დაგვპირდი, საქართველოს ტერიტორია თქვენია და 2024 -ში ევროპა-აზიის გამაერთიანებელ ავტობანზე ლენტს ერთად გავჭრითო?

შეიკრიბა უკრჯამაათობა და მიიღეს ისტ(ე)რიული გადაწყვეტილება: ვანო პრემიერად, დიჯეი არახამია შსს მინისტრად საქართველოში!ვაიმე, მაცალეთ აქ სული 

უნდა მოვითქვა....

ხოდა დაიწყო მეიდნის მზადება...

აქეთ 800-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკები უკრაინიდან, ენჯეოები, იქით უნიტაზის პოეტობა, გადმობირებული "ოცნებისტები" და "იმედელები"მთელი ფაშისტური მედია და ამბავი!!!!!

ერთი ვერ გათვალეს ბრტყელთავიანებმა.

არსებობენ ახალგაზრდები, რომლებსაც სულ გაჯეტზე კიდიათ თქვენი პოლიტიკა!!!!!

ისე როგორი სი@თაოზები ხართ ღმერთმანი, მასებთან მუშაობაც მე უნდა გასწავლოთ?

P.S."ოცნება"! შენ კი კარგად მოიჩხრიკე საკუთარ რიგებში გამყიდველთა და წამქეზებელთა ვინაობები!

აქ ციხე შიგნიდან გაგირღვიეს, კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანთ!

მეტი სიფრთხილე!

დამნაშავეების დასჯა!

დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა და....

ნუ, მე ლუკაშენკოს ბოლო კანონსაც "შემოვაგდებდი"(შუტკა)

მოკლედ აცალეთ იმ კაცს იქ ჭამა,

სტუდენტებს აქ სწავლა.

ჭირი იქა, ლხინი აქა", - წერს მორშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა