ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზეზი მთავრობუის შეცვლაა და ამისთვის მასობრივი აქციებია საჭირო. ამის შესახებ მერაბიშვილმა „უკრაინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა.
„ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ.
ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“,- განაცხადა მერაბიშვილმა.