თეგებით ძიება

„მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი“ - ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ საჯარო პოლიტიკაში არ არის, მაგრამ საქართველოს პატრიოტია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში „ქართული ოცნების“ კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.

კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.

რეალობა არის ის, რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი“, - წერს მერაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა