თეგებით ძიება

"ისეთ სურათს გადაგიღებ, ჩემი საყვარლები ეჭვიანობით რომ გასკდნენ და შენ გასვენებაში მოსულები კი შურით და ტირილითო" - რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს.

"ტუარეგის ერთ ლამაზ გოგოს ვთხოვე, შენ გაზრდა-გახარებას ერთი საკუბოვე სურათი გადამიღე მეთქი. ეგ როგორიაო? როგორი და რომ მოვკვდები, გასადიდებელი სურათების ძებნას რომ დაიწყებენ ეგრევე შენი გადაღებული სურათი გაადიდონ დაუფიქრებლადთქო. ისეთ სურათს გადაგიღებ ჩემი საყვარლები ეჭვიანობით რომ გასკდნენ და შენ გასვენებაში მოსულები კი შურით და ტირილითო. რამდენი გყავს მეთქი? ეგ შენი საქმე არაა, მაგრამ გათხოვებამდე კიდევ ხუთის უფლება მაქვსო. რა ვიცი ჩვენში ევროპას ეძახიან გარყვნილს მეთქი, ჩემთვის ჩავილაპარაკე", - წერს ოქრუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა