თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი თავხედურად იხსენიებს ახალგაზრდებს და იმუქრება, მისი მუქარის არავის ეშინია - გიორგი ვაშაძე

სამი პოლიტიკური პარტიის, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მისაღებად, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორმა და მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სრული კონსოლიდაცია.

"არსებობს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ევროკავშირის მხრიდან, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. ვეუბნები, იგივე კობახიძე- ღარიბაშვილს, თქვენი თაღლითური კანონები ამიერიდან აღარ გავა და უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს. საზოგადოებას მივმართავ, ძალა ერთობაშია, ჩვენ გვაქვს ფორმულა როგორ შეგვიძლია, თითქოსდა დაუმარცხებელ რეჟიმს დავახევინოთ უკან. ისინი არიან ძალიან სუსტები, ჩამოშლილები. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ იმ მუქარების განხორციელების შესაძლებლობა რაც გუშინ იყო, დასუსტებული მართლაც არარაობის, ღარიბაშვილის მხრიდან, რომ მან რამენაირად შეძლოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ანგარიშსწორება,“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები სტუდენტებს იყენებენ.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა