თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

14  მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩა N77-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 მარტს, საღამოს 23:00 საათიდან 14 მარტის დილის 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი -  ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის და  მოსაშვილის ქუჩების ნაწილს, ელიავას, მუხაძის, მიშველაძის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა