თეგებით ძიება
15. 03. 2023 ბიზნესი

ბიზნესსექტორს მიეცემა შესაძლებლობა, ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია მოახდინოს - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ბიზნესსექტორს მიეცემა შესაძლებლობა, ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია მოახდინოს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ავარიული შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება-განახლება. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან ბევრი კორპუსის ჩანაცვლების პროგრამაა დაწყებული. ძველ თბილისზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე. აქ იგივე პროგრამას ვერ გამოვიყენებდით.

მინდა, წარმოგიდგინოთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ძველ თბილისში რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა განვაახლოთ, მოვაწესრიგოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადავარჩინოთ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა