თეგებით ძიება

წყლის მიწოდება 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.

"17 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ქობულეთის ქუჩაზე, წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი სამუშაოები 17 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 მარტს, 16:00 საათიდან 18 მარტის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - რაზმაძის, არაყიშვილის და კეკელიძის ქუჩების ნაწილს; შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის,  ჟვანიას, მცხეთის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, ჯანაშვილი, ქუთათელაძის, შროშის, რადიანის, შოშიტაიშვილის ქუჩებს და არაყიშვილის II ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა