თეგებით ძიება

„არ გინდათ ახლა ეს ზედმეტად კეთილშობილური ლოზუნგების ხმალივით ქნევა, თავად რომ არ გჯერათ საკუთარი სიტყვების“ - ვის მიმართავს რუსუდან შარაძე?

აკადემიკოს, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გვიყვარდეს ერთმანეთი“ და ა.შ. სტატუსები რა ყალბად მეჩვენება და ნეტა, ამის დამწერნი რას ფიქრობენ ხოლმე, მართლა მაინტერესებს. 

როგორ უნდა მიყვარდეს მანიაკი მკვლელების და მწამებლების ბანდა, რომელიც არ გასამართლებულა, ან რამ უნდა შემაყვაროს ამ ბანდის ხელისუფლებაში ხელახლა დამკვიდრების და სისხლის ახალი კალოების მოსურნენი, მათ მიტმასნილი მედროვენი, ანგარებიანი გარეწრები... 

ან როგორ უნდა დამთავრდეს ამ არამზადებზე ლაპარაკი, როდესაც სადაცაა, გადააყირავებენ ყველაფერს და ისევისე დახვრეტენ ხალხს ქუჩებში. სიებს არ წერენ თუ რა?!

სანამ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა (რაც, დიდი ალბათობით, დიდხანს არ მოხდება), ასე იქნება და არ გინდათ ახლა ეს ზედმეტად კეთილშობილური ლოზუნგების ხმალივით ქნევა, თავად რომ არ გჯერათ საკუთარი სიტყვების. ამას ჯობია, შერჩევითად დაჩაგრულს შეაწიოთ ერთი სიტყვა, მერე უფრო „გვეყვარება ერთმანეთი“, - წერს რუსუდან შარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა