"იცით, რატომ ვარ მე ერის სირცხვილი..." - რა მისწერეს გიორგი კეკელიძეს?
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იმ კომენტარის ე.წ. სქრინს აქვეყნებს, სადაც მომხმარებელი მას "ერის სირცხვილს" უწოდებს.
"ზოგთაგან ერთ-ერთი.
და იცით რატომ ვარ მე ერის სირცხვილი (როგორც კომენტარებიდან ირკვევა), იმიტომ, რის გამოც მათი აზრით ტურაშვილს გულის შეტევა ჰქონდა - კოვიდ-აცრა გავიკეთე. ნუ მეორე არგუმენტიც არის, თითქოს ჩვენ ბიბლიოთეკაში არ ვუშვებდით აუცრელებს. ჯანდაცვის სამინისტროს არ მოუთხოვია ეს და ჩვენც წესების დაცვით, კარი ღია დავტოვეთ - კარგი, ესენი არასდროს ყოფილან ბიბლიოთეკაში, მაგრამ თქვენ ხომ მაინც დადიოდით და იცით?
ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ თემაზე. არც სატელევიზიო ინტერვიუებს ვაპირებ და მით უფრო თავის მობეზრებას. აი, თქვენი იმედი კი მაქვს. მართლა ძალიან უყვარხართ ერთ რიგით ერის სირცხვილს.
ფოტოზე ადამიანი დაფარულია და არც პირადად გაგიმხელთ. არავინ მემეტება ბულინგისთვის. თვითონ სიტყვები კი კარგი ილუსტრაციაა იმის, ვისთან მიწევს ბრძოლა, თანაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ზრდილობიანი ტექსტია და გამართული", - წერს კეკელიძე.