"ვიცი, რომ ბევრი სიბინძურეც იქნება, მაგრამ ამას მაინც ვიტყოდი, ვერავინ შემაშინებს" - რას წერს ჟურნალისტი, რომელმაც შალვა რამიშვილი ამხილა?
ჟურნალისტი, მაკა ჯაბუა აცხადებს, რომ ვერავინ შეაშინებს და "პოს ტვ"-ის დამფუძნებელს, შალვა რამიშვილს ბოლომდე ამხელს.
"ამ ძალიან მცირე დროში იმხელა მხარდაჭერა მივიღე, დავინახე და ვიგრძენი (უამრავი კომენტარი, გაზიარება, პირადი შეტყობინება უცნობი და ნაცნობი ადამიანებისგან) - მადლობა ხალხო! ვიცი რომ ეს დასაწყისია და შეიძელბა ამას გაგრძელებაც მოჰყვეს. ამისთვის აქამდე არ ვყოფილვარ მზად და არც ახლა ვარ დარწმუნებული ამაში.
ისიც ვიცი, რომ ბევრი სიბინძურეც იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან ამას მაინც ვიტყოდი და ვერც მაშინდა ვერც ახლა, მე ვერავინ შემაშინებს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!", - წერს ჯაბუა.
შეგახსენებთ, რომ 20 მარტს რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ ამხილა.