თეგებით ძიება

სააკაშვილის შემოსვლის მიზანი რევოლუციის მოხდენა, სისხლის ღვრა და ომისთვის ნიადაგის მომზადება იყო - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ქვეყანაში ე.წ "მეორე რევოლუციის მოხდენა" და ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო. 

""2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებული იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთ მიზანი იყო საქართველოში ე.წ მეორე რევოლუციის მოხდენა. მისი მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ საუბრები უკვე დაწყებული იყო, ჩვენ სხვა ინფორმაციები გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგან, რომ მოსალოდნელი იყო  უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში. რომელმაც, რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ, უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო, სწორედ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, რომ არცერთ გონიერ ადამიანს, ეჭვი აღარ დარჩება, რომ დიახაც მიზანი სააკაშვილის შემოსვლის იყო, მომზადება, ნიადაგის, ფონის, იმისათვის რომ საქართველოში დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს არ გამოუვიდათ. ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს", - ამბობს ღარიბაშვილი.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა