თეგებით ძიება

რატომ არ უნდა გადაიდოთ ჯდომისას ფეხი ფეხზე? - კვლევის შედეგი

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ზოგჯერ როგორ ვზივართ ისიც კი ახდენს გავლენას, ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

კომფორტულად ზიხართ? ერთი წამით შეჩერდით და ისე, რომ არ გაინძრეთ, დააკვირდით თქვენს პოზას. რა მდგომარეობაში გაქვთ ფეხები?

ერთმანეთზეა გადადებული? მარჯვენა ფეხს იდებთ მარცხენაზე თუ პირიქით? ადამიანთა 62 პროცენტი მარჯვენა ფეხს იდებს მარცხენაზე, 26 პროცენტი პირიქით და 12 პროცენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ძირითადად, არსებობს სკამზე ჯდომის და ფეხების ერთმანეთზე გადადების ორი გზა. ერთი არის მუხლი მუხლზე, მეორე კი კოჭის კოჭზე. თუმცა, რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს ფეხებგადადებული ჯდომა, არის თუ არა ეს საზიანო ჯანმრთელობისთვის? მოდი, გადავავლოთ თვალი მტკიცებულებებს.

ამ საკითხის შესახებ, ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორი ადამ ტეილორი გამოცემა The Conversation-ში წერილს აქვეყნებს. ჩვენი სტატია სწორედ ამ წერილის საფუძველზეა მომზადებული.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების მიხედვით, ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა ზრდის თეძოების არასწორ განლაგებას, ანუ ერთი თეძო შეიძლება მეორეზე მეტად დაგრძელდეს.

რაც უფრო დიდხანს და ხშირად ზიხართ ფეხი-ფეხზე გადადებული, მით უფრო მეტია შანსი, რომ მოხდეს გრძელვადიანი ცვლილებები კუნთების სიგრძესა და მენჯში ძვლების განლაგებაში. ამავე დროს, ჩონჩხის აგებულებიდან გამომდინარე, ფეხების გადაჯვარედინებამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და მხრების არასწორი განლაგება.

წყარო: "პირველი არხი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა