„იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს მამაჩემი - გურამ შარაძე“ - რუსუდან შარაძე
აკადემიკოს, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალური ქსელის მეშვეობით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
„ბატონო ირაკლი! სააკაშვილს რომ მკვლელს ეძახით, ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ საქმეებში, რომლებიც მის წინააღმდეგ ოფიციალურიად არის აღძრული, არსად ფიგურირებს მკვლელობა. ამაზე ქილიკობენ (რბილი ნათქვამია) კიდეც თქვენი ოპონენტები.
იქნებ მოვიდა დრო, გამომზეურდეს მტკიცებულებები, რომ მისი შეკვეთით მოკლეს არაერთი პოლიტიკოსი, მათ შორის, მამაჩემი - გურამ შარაძე. არ ვთვლი თავს იმ პერსონად, რომ მაიცდამაინც, რამე უნდა გირჩიოთ, თუმცა ამ ერთხელ დავარღვევ - მოექეცით მკვლელებს ისე, როგორც იმსახურებენ და სწორედ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს.
პატივისცემით“, - წერს რუსუდან შარაძე.