თეგებით ძიება

ჩემი შვილის ტრაგედია დამავიწყა იმ დღეებმა - რას იხსენებს მარინა ენდელაძე?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ი გაიხსენა და თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაზე, გარ­დაც­ვლილ შვილ­ზე ისაუბრა. ამის შესახებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ და ფაქ­ტობ­რი­ვად 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც, უარ­ყო­ფი­თად მა­ინც არ ვიხ­სე­ნებ იმ დროს, რად­გან მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ. იყო ბევ­რი გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე , რა­მაც გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნა და გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ის პე­რი­ო­დი.

ტრა­გი­კუ­ლი დღეც ბევ­რი გვქონ­და. მძი­მე გან­ცდე­ბი ახ­ლდა პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნი­ლი და მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი რომ ჭარ­ბობს, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გაძ­ლი­ე­რებს კი­დეც“, - ამბობს ენდელაძე.

მისი თქმით, პანდემიის მძიმე დღეებმა და ფატალურმა შემთხვევებმა საკუთარი შვილის ტრაგედიაც კი დაავიწყა.

„ჩემი შვი­ლის ტრა­გე­დია და­მა­ვი­წყა იმ დღე­ებ­მა, ისე მძი­მედ ვი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემი შვი­ლის ას­ლია გა­რეგ­ნო­ბით, ყვე­ლაფ­რით. მის­თვის ვცხოვ­რობ… 27 მარ­ტი ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა და ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი მაქვს ახლა. ყვე­ლა დღე ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ ამ დროს ორ­გა­ნიზ­მში რა­ღაც უფრო ძა­ლი­ან მწვავ­დე­ბა… სხვა წვაა.

ცოტ­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას, 13 წლის ასაკ­ში უკვე ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო. მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე და ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლი გახ­ლდათ რე­ი­ტინ­გში 14 წლამ­დე ასაკ­ში. 13 წლის იყო, მა­მა­მი­სის რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ცოტ­ნე მა­მა­მი­სი­ვით ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩოგ­ბურ­თის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ მო­უნ­და. მა­მა­მი­სი მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, სულ ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ტურ­ნი­რებ­ზე…“, - განაცხადა ინფექციონისტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა