თეგებით ძიება
31. 03. 2023 მსოფლიო

ზავის გამოცხადების ინიციატივა - რას ამბობს ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში მიმდინარე ომზე?

ჰორიზონტზე მესამე მსოფლიო ომი გამოჩნდა ბირთვული ხანძრით, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ  ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„აშშ-ისა და მისი სატელიტების ძალისხმევით, ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში გაჩაღებულია ფართომასშტაბური ომი „ბოლო უკრაინელამდე“ (ვციტირებ), რომლის შედეგადაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა და დასახიჩრდა მილიონამდე ადამიანი ორივე მხრიდან. მილიონობით ლტოლვილად იქვა. შედეგად, ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით. კითხვა ერთია: რა გავაკეთოთ? ყველას გესმით და იცით: გზა ერთია – მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე!“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა