თეგებით ძიება

კარგად მიდის თუ გაიტანს - თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილზე

 პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო და მკვეთრი სიტყვა ჰქონდა.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ იმედი გამოთქვა, რომ იქნებ როგორმე ერთხელ მაინც იპრეზიდენტოს და რაში გამოიხატება ახლავე გეტყვით. მას [სალომე ზურაბიშვილს] ჰქონდა მართლა ძალიან მკვეთრი და საინტერესო სიტყვა უთუოდ. მე მისთვის კრიტიკა არასდროს მომიკლია, მაგრამ ობიექტურად მინდა შევაფასო. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მკვეთრი "მესიჯებით" დასავლურობის კუთხით, ამ გზაზე. მან ძალიან სერიოზული შენიშვნები მისცა [უმრავლესობას], პრაქტიკულად უთხრა, რომ თქვენ ცუდ გზას დაადექით ამ ვექტორის ცვლის თვალსაზრისით. უბრალოდ, მე დავწერე კიდეც [პლენარული სხდომის] მიმდინარეობისას, კარგად მიდის თუ გაიტანს-მეთქი და რას გულისხმობს ეს. ყოველთვის ეპოტინები ბოლო იმედს. განა ეს ჩემი კაპრიზი, ან მხოლოდ ჩემი სურვილია. ძალიან საინტერესო ფრაზამ გაიჟღერა იქ, რომ „ყველა ბერკეტს გამოვიყენებ“. თუ ყველა ბერკეტს გამოიყენებ, იმ ყველაში ნიკა გვარამია პირდაპირ არის მითითებული და მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულით გადაიყვანეთ. ეს ორივე არის. ეს თუ აღიარება არის, ვიმედოვნებ, რომ ის ამას გააკეთებს,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა