თეგებით ძიება
01. 04. 2023 მსოფლიო

უკრაინაში, ქალაქ ავდეევკაზე იერიშს 5 თვის ჩვილი და ბებია ემსხვერპლნენ

უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ავდეევკაზე იერიშს ხუთი თვის ჩვილი და მისი ბებია ემსხვერპლნენ. ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისი თქმით, დაღუპულების ოჯახი ავდეევკადან ევაკუირებაზე უარს აცხადებდა.

"პოლიცია გუშინაც იყო მისული მათთან ოჯახში. ჩვილის დედას ესაუბრნენ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ, საუბარმა შედეგი არ გამოიღო - ქალმა უარი გვითხრა უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლაზე. დღეს კი ეს გამოუსწორებელი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ევაკუაცია არ არის საჭირო, მაგრამ დღეს ეს ერთადერთი რამაა, რასაც სიცოცხლეების შენარჩუნება შეუძლია“, - განაცხადა კირილენკომ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა