„სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვეულებრივი ევროპელი რუსეთუმე“ - მიშა მშვილდაძე
ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.
„სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვეულებრივი ევროპელი რუსეთუმე, რომელიც საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, ლავროვს ასახელებდა თავის საყვარელ დიპლომატად და ა.შ. - ასეთი ევროპელი რუსეთუმეებით გამოტენილი იყო მაშინ ევროპა.
ცხადია, რომ ამის გამო სალომე ფასდებოდა, როგორც რუსეთუმე, რადგან იყო კიდეც.
ახლა, დღეს, რომ შეიცვალა ევროპა, ევროპელ რუსეთუმეებსაც ზოგს თვალი აეხილა და ზოგი ამ ახალ ანტირუსულ ტრენდს ეტმასნება, სალომე ზურაბიშვილიც აღარ ამბობს ომი საქართველომ დაიწყოო და აღარც ლავროვს უძღვნის დითირამბებს - აგებს ომს რუსეთი და მიექანება უფსკრულში და დებილი კი არაა ესა ეხა მართლა:
ჰოდა, რომ შევაჯამოთ, სალომემ შეიცვალა პოზიცია, სალომე გახდა სხვანაირი და ამიტომ თუ ვინმეს უნდა რცხვენოდეს, სალომე ზურაბიშვილს უნდა რცხვენოდეს თვითონ, და არა იმ ხალხს, ვინც მაშინაც ადეკვატურები ვიყავით, ეგ რო რუსეთუმავდა და რუსეთუმეს ვეძახდით და ახლაც ადეკვატურები ვართ, ეგ რო გაევროპელდა!
ეგ არი და ეგა“, - წერს მშვილდაძე.