თეგებით ძიება

"ღარიბაშვილი დღესვეა დასაპატიმრებელი, ხოლო ტელეკომპანია "იმედი" ასაკრძალი" - რას ითხოვს შალვა ნათელაშვილი?

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის დაკავებას და ტელეკომპანია "იმედის" აკრძალვას მოითხოვს.

"ახლა ვუსმინე ამ გაურკვეველი წარმოშობის დაუსრულებელ, ივანიშვილი ფინთი-კრუშკა, პრემიერად წოდებულ არსებას, "იმედად" მონათლულ ბოროტების არხზე. ეს პერსონა იურიდიულად, დღესვეა დასაპატიმრებელი საზოგადოებაში უდიდესი შუღლისა და დაპირისპირების პროპაგანდირებისთვის, ხოლო ტელეკომპანია "იმედი" ასაკრძალია, მისი ანგარიშები დასაყადაღებელი. მათი მმართველ რუხაძეს კი უნდა ჩამოერთვას ამერიკის მოქალაქობა თავის ქვეყნის (ამერიკის) წინააღმდგ მტრული საქმიანობისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს სიურპრიზები მათთვის დროზე მოხდეს. აი, სად იყურება ამერიკის საელჩო და ელჩი, რომელივ ამ ტელევიზიის ხშირი სტუმარია კვლავ კითხვებს იწვევს", - წერს ნატელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა