თეგებით ძიება

„მადლობა ყველას, ვინც აქ ყოფნისას მამხნევებდა“ - შაკირა ბარსელონას ტოვებს

ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა ესპანეთს ტოვებს და თავის შვილებთან ერთად აპირებს ბარსელონიდან გადასახლებას.

მისი თქმით, იგი მსოფლიოს სხვა კუთხეში, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ზღვასთან ახლოს განაგრძობს ცხოვრებას.

"მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად უამრავი ტალღა გადაცურა ბარსელონაში - ქალაქში, სადაც ვისწავლე, რომ მეგობრობა უდავოდ უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიყვარული... მადლობა ყველას, ვინც აქ ყოფნისას მამხნევებდა, ცრემლებს მიმშრალებდა, მოტივაციას მაძლევდა და გაზრდაში მეხმარებოდა", - წერს მომღერალი.

შაკირა ბარსელონაში ყოფილ პარტნიორთან, ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან, და თავიანთ შვილებთან, 9 წლის მილანთან და 7 წლის საშასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, წყვილი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შარშან ზაფხულს დაშორდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა