7 ბავშვს ჭრილობები აქვს - ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს
ბათუმში, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შვიდ მოსწავლეს ხელებზე ჭრილობები აქვს. ინციდენტი საგაკვეთილო პროცესი დროს მოხდა. ფაქტს ბათუმის რესურსცენტრიც ადასტურებს.
სკოლის დირექტორი, გოჩა დავითაძე ამბობს, რომ მოზარდებმა ჭრილობები ხელებზე მიიყენეს.
მოსწავლეები მშობლებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.