მეტროს მოძრაობა აღდგა - რას ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში?
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ.
"მეტროს შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება იყო", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მეტროს პირველი ხაზი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სრულად იყო გაჩერებული და მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.