თეგებით ძიება

უკრაინელები ხელს გვიშლიან ევროპაში შევიდეთ, რუსეთის აგენტები არიან მაგენი - რას ამბობს მეუფე იაკობი?

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ უკრაინელები ქართველ ხალხს ევროპაში შესასვლელად ხელს უშლის.

"არ ისვენებენ [ოპოზიცია], ამდენი წელია ქვეყანას არ ასვენებენ, შეიძლება? მარხვას მარხვად არ გვატარებინებენ, რუსია ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან ევროპაში შევიდეთ, ბალტიისპირელები არიან და იმავეს აკეთებენ, რა ვიცი, რომ რუსების აგენტები არ არიან? ჩემთვის არიან რუსეთის აგენტები მაგენი და რუსებზე უკეთესი არაფრით არ გამოდიან, რა. იმას თუ ოკუპირებული ვყავარ, ის კიდე წინ არ მიშვებს.

ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო და ის წყენები დაივიწყონ, იმიტომ რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია და ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან არ უნდა ცუდ ურთიერთობებში ყოფნა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, მიგიღონ იმაში რა, ევროკავშირში, პოლარიზება ხომ დამთავრდება, არჩევნებიც წესიერად ჩატარდება და ყველაფერი წესიერად იქნება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

წყარო: formulanews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა